saqmatsne

ინგლისური 1 კლასი

   პირველი კლასის სახელმძღვანელო სრულიად ინოვაციურია. ავტორმა გაითვალისწინა ამ ასაკის მოსწავლეთა ფსიქოლოგიური განწყობილება და მთლიანად ზღაპრის ( მელაკუდა როგორ ასწავლის ინგლისურს ტყის ცხოველებს)  სამყაროში შეიყვანა ისინი. ახალ ენობრივ ერთეულებს მოსწავლეები ეუფლებიან ზღაპრის გმირებს შორის გამართული დიალოგებით, ლექსებით, სიმღერებით, თამაშობებით. ფაქტობრივად პატარები ისე იწყებენ ინგლისურ ენაზე  მეტყველებას, რომ ვერც კი აცნობიერებენ რომ უცხო ენის გარემოში არიან,  ბაძავენ გმირებს, ხალისით იმეორებენ მათ …

სრულად »

მუსიკა 1 – 4 კლასები

  მუსიკის 1-2 კლასების სახელმძღვანელობის სერია მოიცავს მხოლოდ მასწავლებლის წიგნს, რომელსაც თანდართული აქვს ელექტრონული მასალა: აუდიო, ვიდეოფაილები, ფერადი ილუსტრაციები ბუკებში ჩასატვირთად, რაც ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა გაკვეთილის საინტერესოდ წარმართვისთვის. მოგეხსენებათ, რაოდენ მნიშვნელოვანია ბავშვის თანდაყოლილი ბუნებრივი უნარების, მიდრეკილებების გამოვლენა და სწორად წარმართვა. სწავლების კონცეფცია დავაფუძნეთ ეროვნული გეგმის სტანდარტებზე დაყრდნობით; ჩვენ მიერ შემოთავაზებულ მასწავლებლის წიგნში დეტალურად და კონკრეტულადაა მოწოდებული რეკომენდაციები, თუ როგორ წარმართოს …

სრულად »

ფიზიკური აღზრდა 1-6 კლასები

ძვირფასო მასწავლებლებო, მშობლებო, მოზარდი თაობის სწორი აღზრდით დაინტერესებულო მკითხველო! უკვე რამდენიმე წელია, რაც ჩვენს სკოლებში ახალი საგნის – ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სავალდებულო სწავლება შემოვიდა. დასახელებული საგანი მეტად საჭირო საქმეს – ფიზიკურად და სულიერად ჯანსაღი თაობის აღზრდას ემსახურება და მისი სკოლებში წარმატებით დანერგვა ძალზე საშური საქმე გახლავთ. მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ ახალი საგნის სწავლებისთვის, პირველ რიგში, საჭიროა სათანადო დონეზე შექმნილი სახელმძღვანელოები. …

სრულად »

ხელოვნება 5-6 კლასები

ანოტაცია ხელოვნების სახელმძღვანელოებზე (V-VI კლასები) V-VI კლასის სახელმძღვანელოების კომპლექტი სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში შედგება მოსწავლის  და მასწავლებლის  2 წიგნისაგან. მოსწავლის წიგნები შეიცავს სახალისო და სასარგებლო ინფორმაციის ფართო სპექტრს. მოსწავლეები ეცნობიან მრავალფეროვან თემატიკას: მსოფლიო და ქართული ხელოვნებას, წარსულის ხელოვნებასა და თანამედროვეობას, სხვადასხვა დარგებსა და ჟანრებს, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ამის მიუხედავად წიგნები არ არის გადატვირთული, მძიმე და მშრალი: ინფორმაცია გადმოცემულია მოკლედ, …

სრულად »

ხელოვნება 1-4 კლასები

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სახელმძღვანელოების კომპლექტი უმცროსკლასელებისთვის შეიცავს მოსწავლის 2 წიგნს (III-IV კლასები) და მასწავლებლის 4 წიგნს (I-IV კლასები), ასევე ელექტრონულ რესურსს I და II კლასებისათვის. მოსწავლის წიგნები შეიცავს სახალისო და სასარგებლო ინფორმაციის ფართო სპექტრს, თუმცა არ არის გადატვირთული. ინფორმაცია გადმოცემულია მოკლედ, ნათლად და მკაფიოდ, ბავშვებისათვის გასაგები ენით. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა იმას, რომ პრაქტიკული დავალებები იყოს მრავალფეროვანი, ადვილად შესასრულებელი და …

სრულად »

რუსული 6 კლასი (II დონე)

    სახელმძღვანელოს შერჩევისას გარდა ტექნიკური პარამეტრებისა ( შრიფტი, დიზაინი და სხვ.)  ხელმძღვანელობენ ისეთი ძირითადი კრიტერიუმით, როგორიცაა ბავშვის შესაძლებლობებზე ორიენტირებული ორიგინალური სასწავლო მასალა და გამართული მეთოდიკური აპარატი. ზემოთაღნიშნული სახელმძღვანელოები პასუხობენ ამ მოთხოვნას. შემოთავაზებულია ასო-ბგერათა მიწოდების ორიგინალური თანმიმდევრობა. მათი შესწავლა ხდება თემატური პრინციპით ორგანიზებულ სასწავლო მასალაზე, რაც აადვილებს ათვისებას, ლექსიკის სწრაფ დაგროვებას და სამეტყველო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას. ასო-ბგერათა ათვისება არის ძირითადი კომუნიკაციური …

სრულად »

რუსული 5 კლასი (I დონე)

    სახელმძღვანელოს შერჩევისას გარდა ტექნიკური პარამეტრებისა ( შრიფტი, დიზაინი და სხვ.)  ხელმძღვანელობენ ისეთი ძირითადი კრიტერიუმით, როგორიცაა ბავშვის შესაძლებლობებზე ორიენტირებული ორიგინალური სასწავლო მასალა და გამართული მეთოდიკური აპარატი. ზემოთაღნიშნული სახელმძღვანელოები პასუხობენ ამ მოთხოვნას. შემოთავაზებულია ასო-ბგერათა მიწოდების ორიგინალური თანმიმდევრობა. მათი შესწავლა ხდება თემატური პრინციპით ორგანიზებულ სასწავლო მასალაზე, რაც აადვილებს ათვისებას, ლექსიკის სწრაფ დაგროვებას და სამეტყველო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას. ასო-ბგერათა ათვისება არის ძირითადი კომუნიკაციური …

სრულად »