ინგლისური 3 კლასი

eng 3 mas   eng 3 rv   eng 3

მესამე  კლასის სახელმძღვანელო  შესაბამისობაშია ენის სწავლების თანამედროვე მოთხოვნებთან, გამდიდრებულია ინოვაციური მეთოდებით და სწავლების მრავალმხრივი მიდგომებით. ყოველივე ეს დიდად შეუწყობს ხელს უცხოური ენების სწავლებას, დაეხმარება მასწავლებლებს პოზიტიური გარემოს შექმნაში და სასწავლო პროცესის გაუმჯობესებაში.

სახელმძღვანელო აგებულია მარტივიდან რთულის პრინციპით რაც ითვალისწინებს წინარე ცოდნის გააქტიურებას და ახალი თემების და ცოდნის დამატებას. მესამე კლასის მასალა ორიენტირებულია ოთხივე  უნარ-ჩვევის – მოსმენა, კითხვა, წერა, ლაპარაკი, თანაბრად განვითარებაზე. სახელმძღვანელო გამდიდრებულია სხვადასხვა ტექსტებით:Pinochio, Christmas Eve, Treasure Hunt, Red Fox and his Canoe, The Snow Drop, How the Camel Got his Hump, და სხვა რომლებიც ინტერესს აღუძრავს მოსწავლეს რომ  დასვას კითხვები,  გამოთქვას საკუთარი აზრი, მოკლედ გადმოსცეს ტექსტის შინაანრსი,  და ჩაერთოს სხვადასხვა აქტივობებში თუ პროექტების შექმნაში. Revision Units, პროექტები და მოსწავლის სამუშაო წიგნის ბოლოს მოთავსებული ტესტები დაეხმარება მასწავლებელს განმავითარებელი თუ განმსაზღვრელი შეფასებისათვის, ასევე მოსწავლეს თვითშეფასებისათვის.

მასწავლებლის წიგნი სამოდელო გაკვეთილებით თუ დეტალური მეთოდური რჩევებით, მრავალფეროვანი აქტივობებით და თამაშობებით  უადვილებს და სახალისოს ხდის სწავლების და სწავლის პროცესს არა მარტო მოსწავლეთათვის არამედ მასწავლებლებისათვის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *