ქიმია 8 კლასი

ქიმ 8 fiz 7 mas

ჩვენი სახელმძღვანელო ხელს უწყობს სხვადასხვა უნარების განვითარებას, ახალი საქმიანობებისა და პროფესიების დაუფლებას; საერთო გლობალური პრობლემების (კლიმატის ცვლილება, გარემოს დაბინძურება, საკვებთან და წყალთან დაკავშირებული საკითხები) გადაჭრის საჭიროებას.

იგი მოწოდებულია მოსწავლემ შეისწავლოს სხვა ქვეყნების კულტურის პატივისცემა, ღირებულებები და ფასეულობები; გახდეს სოციალურად და გარემოსდაცვითი კუთხით პასუხისმგებელი, გააცნობიეროს ადამიანებისა და დანარჩენი ცოცხალი სამყაროს ურთიერთდამოკიდებულება; ჩამოუყალიბდეს პოზიტიური ხედვა საკუთარ როლზე; დაამყაროს კავშირი რეალურ სამყაროსთან, თავის თანა¬ტოლებთან და სხვა მოსწავლეებთან ერთად მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.
ვფიქრობთ, წიგნში მოცემული მასალა მასწავლებელს და მოსწავლეს დაეხმარება წლის განმავლობაში განსახორციელებელი მიზნების რეალიზებაში. წიგნში მოცემული ნიმუშებში დეტალურადაა აღწერილი კვლევა-ძიებაზე დაფუძნებული სწავლების მაგალითები, რაც გაუადვილებს მასწავლებელს უკეთ დაგეგმოს თითოეული თემის გაკვეთილების შესაბამისი აქტივობები.

4 comments

  1. თამარ ხუციშვილი

    მომეწონა, მაგრამ მაინერესებს მოსწავლის და მასწავლებლის წიგნების შეძენა სად და როგორ შეიძლება?

  2. წიგნი ძალიან საინტერესოდ და ამომწურავად გადმოსცემს პროგრამულ საკითხებს. სახელმძღვანელოში მოცემული, კვლევა- ძიებაზე დაფუძნებული სწავლების, ნიმუშები დიდ დახმარებას გაუწევს პედაგოგებს ცალკეული თემის შესაბამისი სტრატეგიების და აქტივობების დაგეგმვაში. რაც მთავარია, დაეხმარება მოსწავლეს გაითავისოს სამყაროში საკუთარი როლი და განუვითარდეს ის უნარ-ჩვევები, რომელიც დაეხმარება მას ოცდამეერთე საუკუნის გამოწვევების დაძლევაში.

  3. მე-8 კლასის ქიმიის სახელმძღვანელო თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისადაა შედგენილი , რომელივ მიზნად ისახავს მოსწავლეებს განუვითარდეთ ოთხი მთავარი კომპეტენცია და შეძლონ საკითხების გადაჭრა ინტერდისციპლინურ ჭრილში . შეძლონ სამყაროს შეცნობა და კვლევა, მოსალოდნელი შედეგების გაცნობიერება, შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება, მოსაზრებების , შეხედულებების სხვებისათვის გაზიარება. მასწავლებლის წიგნი კი რეკომენდაციების კრებულია, რომელიც პედაგოგმა უნდა გაიზიაროს მუშაობის პროცესში, რათა სწავლა-სწავლების პროცესი ეფექტურად წარმართოს ავტორების დიდი შრომა, პასუხიმგებლობა, ცოდნა და გამოცდილება ნათლად არის ასახული სახელმძღვანელოში ( მოსწავლისა და მასწავლებლის წიგნები) . დიდი მადლობა მათ!

    • კა, კარგი წიგნებია. საინტერესოდაა შედგენილი და ავტორების ტიტანური შრომაა შიგ ჩადებული. ძალიან ბევრი კარგი აქტივობებია შიგ, რომელიც სასწავლო პროცესს უფრო სახალისოს გახდის. მადლობა ავტორებს. ელექტრონული ვერსიები კი მაქვს ორივე წიგნის, მაგრამ მასწავლებელსაც ხომ ჭირდება გასაცნობად, დასამუშავებლად. ელექტრონული ვერსია კარგია დისტანციური სწავლების დროს. საკლასო ოთახში მასწავლებელს სახელმძღვანელო ჭირდება.თუ არ აპირებთ უფასოდ გამოგზავნას (წინა ავტორებისგან განსხვავებით), იქნებ ადგილობრივ რესურსცენტრებში გადმოგეგზავნათ და შევიძენდით. ეს გაითვალისწინოტ უნდა აუცილებლად.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

10 − 6 =