საშუალო საფეხურის მოსწავლეების, აბიტურიენტრების, სტუდენტებისა და მასწავლებლებისთვის
გამომცემლობა „საქართველოს მაცნე“ წარმოგიდგენთ მერაბ ტუღუშის, თეიმურაზ შენგელიას და თემურ შენგელიას თანაავტორობით შექმნილ ფიზიკის ახალ დამხმარე სახელმძღვანელოს. მას საფუძვლად უდევს მათივე თანაავტორობით გამოცემული VII-XII კლასების გრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოები.

ჩვეულებრივ, ფიზიკის შესასწავლი თემები სხვადასხვა კლასის სახელმძღვანელოებშია წარმოდგენილი. ამ წიგნში კი კონკრეტული თემები ერთადაა თავმოყრილი, რაც ძალიან მოსახერხებელია საშუალო საფეხურის მოსწავლეების, აბიტურიენტების, უნივერსიტეტების საბუნებისმეტყველო სპეციალობის სტუდენტებისა და მასწავლებლებისათვის.
სახელმძღვანელოში განხილული საკითხები ვრცლადაა გაშუქებული, გამოყვანილია თითქმის ყველა სამუშაო ფორმულა, მოცემულია საკითხთა თეორიული ინტერპრეტაციები და ექსპერიმენტული დასაბუთებები, წარმოდგენილია მოვლენათა ამსახველი გრაფიკები და ილუსრტაციები. წიგნი შეიცავს ისეთ საკითხებსაც, რომლებიც არ შედის ეროვნულ სასწავლო გეგმასა და ეროვნული გამოცდების საკითხთა ჩამონათვალში, თუმცა ისინი გამოადგება სტუდენტებს, მასწავლებლებსა და ფიზიკით დაინტერესებულ პირებს.
სახელმძღვანელო 428 გვერდიანია. იგი შედგება 9 განყოფილებისაგან, რომელებიც 14 თავს შეიცავს. ეს განყოფილებებია: მექანიკა; ჰიდრო და აეროსტატიკა; მოლეკულური ფიზიკა და სითბური მოვლენები; ელექტრული მოვლენები; მაგნიტური მოვლენები; რხევები და ტალღები; გეომეტრიული ოპტიკა; ატომური, ბირთვული და კვატური ფიზიკის საწყისები; ასრტოფიზიკის საფუძვლები.
ჩვენი გამომცემლობის მეშვეობით და პირადადაც ავტორები სიამოვნებით მიიღებენ წიგნთან დაკავშირებულ შენიშვნებსა და წინადადებებს. დაგეგმილია თემების შესაბამისი ამოცანათა კრებულის გამოცემაც.
გამომცემლობა "საქართველოს მაცნე"