რუსული 5 კლასი (I დონე)

rus 5 mas  rus 5  rus 5 rv

სახელმძღვანელოს შერჩევისას გარდა ტექნიკური პარამეტრებისა ( შრიფტი, დიზაინი და სხვ.)  ხელმძღვანელობენ ისეთი ძირითადი კრიტერიუმით, როგორიცაა ბავშვის შესაძლებლობებზე ორიენტირებული ორიგინალური სასწავლო მასალა და გამართული მეთოდიკური აპარატი. ზემოთაღნიშნული სახელმძღვანელოები პასუხობენ ამ მოთხოვნას. შემოთავაზებულია ასო-ბგერათა მიწოდების ორიგინალური თანმიმდევრობა. მათი შესწავლა ხდება თემატური პრინციპით ორგანიზებულ სასწავლო მასალაზე, რაც აადვილებს ათვისებას, ლექსიკის სწრაფ დაგროვებას და სამეტყველო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას. ასო-ბგერათა ათვისება არის ძირითადი კომუნიკაციური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების თანმდევი პროცესი და იგი არ არის გაწელილი მთელი წლის მანძილზე. ასო-ბგერათა წყვილად მიწოდება ( რაც ბუნებრივია რუსული ენისათვის და შეესაბამება  მოსწავლეთა შესაძლებლობებს)  მათი შემჭიდროებულ ვადებში ათვისების და აქცენტის საკომუნიკაციო უნარ-ჩვევებზე გადატანის საშუალებას იძლევა. სახელმძღვანელოში წარმოდგენილია მასალა, რომელთაგან ბევრი პირველად შედის ქართულ სკოლაში, ეს არის როგორც კლასიკური საბავშვო ლიტერატერის ნიმუშები. მაგ. ა.ტოლსტოის  „ბურატინო“, ვ. ოსეევას „ Плохо“,  ასევე თანამედროვე ავტორთა მოთხრობები.მაგ. ნ. სტრელნიკოვას „ მოუსვენარი ორიანი“ და სხვ.

აუცილებელი გრამატიკული მასალა მოცემულია პრაქტიკული მაგალითების სახით, ცნებების და თეორიის გარეშე, მათი ათვისება ხდება დაკვირვების და მრავალჯერადი გამეორების გზით.

მრავალფეროვანი და მკაცრად დოზირებული ილუსტრაციები აღვიძებენ ინტერესს და აიოლებენ მასალის აღქმას.

სახელმძღვანელოს მეთოდიკური აპარატი ( კითხვება, დავალებები, პროექტები) იძლევა სწავლა/სწავლების თანამედროვე სტრატეგიების ეფექტურად გამოყენების საშუალებას.

სამუშაო რვეული აქტიური სწავლების სხვადასხვა ხერხების გამოყენებით ხელს უწყობს კეთებით სწავლას, აყალიბებს ასოთა სწორ მოხაზულობას და ორთოგრაფიულად გამართული წერის კულტურას.

ელექტრონული რესურსი « Говорящая азбука»  ამგვარი აუდიო-ვიზუალური მასალის გამოყენების პირველი ცდაა ქართულ სკოლაში რუსული ენის შესწავლისას. იგი იძლევა მოსწავლეთა დამოუკიდებელი მუშაობის უნარ-ჩვევის გამომუშავების საშუალებას თანამედროვე ტექნიკური საშუალებების გამოყენებით,

მასწავლებლის წიგნში მოცემულია ზუსტი ორიენტირები და მეთოდური რეკომენდაციები, გეგმები და სცენარები საგაკვეთილო პროცესის სწორად დაგეგმვისა და წარმართვისათვის. მიღწეული შედეგების სხვადასხვა ტიპის ( მიმდინარე, შუალედური, შემაჯამებელი) კონტროლისათვის.

კლასგარეშე საკითხავი მასალა სრულად შეესაბამება სახელმძღვანელოს თენატიკას და ორგანულად ავსებს მას, ნაწარმოებთა უმრავლესობა პირველადაა ადაპტირებული ქართული სკოლის მოსწავლეთათვის. რებუსები, ტესტები, კროსვორდები, თავსატეხები ზრდიან მოსწავლეთა ინტერესს და აღვივებენ კითხვისადმი სიყვარულს.

One comment

  1. გამარჯობათ, მე ვარ მოქმედი და მსურს თქვენი წიგნის და რვეულის ნახვა. მადლობა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *