მუსიკა
მე-9 კლასი
მასწავლებლის წიგნი
მე-9 კლასში სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეები შეისწავლიან შემდეგ თემებს:
თემატური ბლოკი: მუსიკა სამყაროში და სამყარო მუსიკაში
თემა: მითი და რეალობა მუსიკაში
თემატური ბლოკი: მუსიკა საზოგადოებაში და საზოგადოება მუსიკაში
თემა: სოციალური კატაკლიზმები მუსიკაში
თემატური ბლოკი: მე მუსიკაში და მუსიკა ჩემში
თემა: გმირი და ანტიგმირი მუსიკაში
მუსიკის საგნის სასწავლო კომპლექტი შეიცავს: მოსწავლის, მასწავლებლის წიგნებსა და ელექტრონულ რესურსს – აუდიო- და ვიდეოჩანაწერებს, რომლებიც მოთავსებულია ცალ-ცალკე საქაღალდეებში თითოეული გაკვეთილისა და აქტივობების მიხედვით.
სასწავლო პროცესში პერიოდულად ხდება წინა წლებში განხილული მასალიდან ცოდნის გამეორება/გააქტიურება გაკვეთილის თემის შესაბამის კონტექსტში.
მასწავლებლის წიგნი მოიცავს:
• კომენტარებს მოსწავლის წიგნის საგაკვეთილო პარაგრაფებზე;
• ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამის თემატურ რუკებს (მატრიცებს);
• საერთო რეკომენდაციებს საგაკვეთილო სცენარებისთვის;
• გაკვეთილის სცენარებს (ნიმუშებს);
• შეფასების რუბრიკების ნიმუშებს;
• კომპლექსური დავალებების ნიმუშებს;
• აუდიო- და ვიდეორესურსებს. ჩამოტვირთვა
ვფიქრობთ, ჩვენ მიერ შემოთავაზებული სასწავლო კომპლექტის თითოეული კომპონენტის ამომწურავად და სრულყოფილად გამოყენება საუკეთესო შედეგის მიღწევის საწინდარია.
მუსიკა
მე-9 კლასი
მოსწავლის წიგნი
უდიდესი ემოციური ზემოქმედების მქონე მუსიკა საუკუნეების განმავლობაში გადმოცემებისა და მითების თანმდევი იყო. უხსოვარი დროიდან მოყოლებული, მუსიკა დღესასწაულებისა და რიტუალების სავალდებულო ატრიბუტია.
მოსწავლის წიგნის პირველ ნაწილში მიზნად დავისახეთ მითისა და მუსიკის არსის მსგავსების გამოვლენა – რა არის მითი, რა სახით ვლინდება ის ხელოვნებაში და, განსაკუთრებით, მუსიკაში. მოგითხრობთ საინტერესო მითებსა და რიტუალებზე, რომელთა მიხედვით გავეცნობით მსოფლიო ხალხთა კულტურას. მოვისმენთ და ვისაუბრებთ მითოლოგიურ თემაზე შექმნილ მუსიკალურ ნაწარმოებებზე, განვიხილავთ თანამედროვე მითოლოგიურ პერსონაჟებს; გავიგებთ, რა ხერხებით გადმოიცემა მითში არსებული აზრი, შინაარსი, რით ემსგავსება გადმოცემის ეს ხერხები მუსიკის მხატვრულ ხერხებს.