მათემატიკა I კლასი

mat 1 mas   mat 1 rv   mat 1

სახელმძღვანელო განკუთვნილია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის I კლასებისთვის. იგი დაწერილია ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემული დაწყებითი მათემატიკური განათლების კონცეფციის შესაბამისად შედგენილი პროგრამის მიხედვით. მოიცავს მათემატიკის საწყის თეორიულ ცნობებს, სავარჯიშოთა სისტემას პრაქტიკული უნარ-ჩვევების განმტკიცებისათვის, განმავითარებელ და სახალისო დავალებებს.

წიგნში მრავლადაა წარმოდგენილი ილუსტრაციები, რაც იზიდავს და ინტერესს აღუძრავს მოსწავლეს. თითოეული სურათი საგანმანათლებლო და განმავითარებელ ფუნქციას ასრულებს, ხელს უწყობს გარკვეული ცოდნის მიწოდებას, ცნების ფორმირებასა და შესაბამისი უნარის გამომუშავებას. წიგნის I თავში მოცემული ილუსტრაციები განკუთვნილია ვრცელი მოსამზადებელი სამუშაოს ჩასატარებლად რიცხვის ცნებისა და მათზე მოქმედებების შესწავლამდე, რასაც ეტაპობრივად მივყავართ მოსწავლეთა მზაობამდე სწავლების შემდეგი საფეხურის გადასალახავად.

სახელმძღვანელოში მასალა ისეა შერჩეული და დალაგებული, რომ მოსწავლემ შეძენილი ცოდნა აქტიურად გამოიყენოს შემდგომი საკითხების შესწავლისა და მოცემული დავალებების წარმატებით შესრულებისათვის. მრავალფეროვან საპროგრამო დავალებებთან ერთად მოცემულია ღია ტიპის ამოცანები, რომლებიც თითოეულისგან მსჯელობასა და საკუთარ მოსაზრებათა დასაბუთებას მოითხოვს, რაც ხელს უწყობს აზროვნების, მეტყველებისა და მსჯელობის განვითარებასა და სწავლისადმი ინტერესის გაზრდას.

ამრიგად, წარმოდგენილი სახელმძღვანელოს სპეციფიკა უზრუნველყოფს მოსწავლეთა მიერ შესაბამისი ცოდნა-ჩვევებისა და განვითარების სათანადო დონის მიღწევას. წიგნი განკუთვნილია როგორც ჯგუფური, ისე ინდივიდუალური მუშაობისათვის.

One comment

  1. მოგესალმებით! მაინტერესებს ვინ არის მათემატიკის სახელმძღვანელოს ავტორი. რა ღირს ერთი კომპლექტი?

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: რუსუდან კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *