ხელოვნება 5-6 კლასები

ანოტაცია
ხელოვნების სახელმძღვანელოებზე (V-VI კლასები)
V-VI კლასის სახელმძღვანელოების კომპლექტი სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში შედგება მოსწავლის  და მასწავლებლის  2 წიგნისაგან.
მოსწავლის წიგნები შეიცავს სახალისო და სასარგებლო ინფორმაციის ფართო სპექტრს. მოსწავლეები ეცნობიან მრავალფეროვან თემატიკას: მსოფლიო და ქართული ხელოვნებას, წარსულის ხელოვნებასა და თანამედროვეობას, სხვადასხვა დარგებსა და ჟანრებს, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ამის მიუხედავად წიგნები არ არის გადატვირთული, მძიმე და მშრალი: ინფორმაცია გადმოცემულია მოკლედ, ნათლად და საინტერესოდ, გასაგები ენით.
განსაკუთრებული ყურადღება ექცევა იმას, რომ პრაქტიკული დავალებები იყოს მრავალფეროვანი, ადვილად შესასრულებელი და საინტერესო და უკავშირდებოდეს განვლილ თეორიულ მასალას. სახელმძღვანელოებში ხშირადაა მოცემული ამა თუ იმ დავალების ნაბიჯ-ნაბიჯ შესრულების სქემები, მაგრამ მითითებულია, რომ ეს მხოლოდ მაგალითებია და სწავლის პროცესში შეიძლება სასურველი ცვლილებების შეტანა, მაგალითად, სხვა მასალის ან ტექნიკის გამოყენება და სხვ.
შერჩეული დავალებები მოსწავლის ფანტაზიისა და შემოქმედებითი უნარის განვითარების საშუალებას იძლევა, რასაც ხელს უწყობს მრავალფეროვანი თავისუფალი თემები, სააზროვნო კითხვები, რუბრიკა `შენი აზრით” და ა.შ.
მოსწავლის წიგნების სტრუქტურა ინტერაქტიური ტიპისაა, ინფორმაცია აქ მოწოდებულია სააზროვნო კითხვებთან მჭიდრო კავშირში.
მოსწავლის წიგნები უხვადაა დასურათებული, რაც ხელს უწყობს შინაარსის აღქმას და მიმზიდველობას ანიჭებს მათ. ამას ხელს უწყობს ლამაზი, მჟღერი დიზაინი, რომელიც ასევე ითვალისწინებს ამ ასაკის ბავშვისთვის დამახასიათებელ გემოვნებას.
მასწავლებლის III და IV კლასის წიგნებში დეტალურადაა გადმოცემული გაკვეთილების დიდი ნაწილის მსვლელობა, მოცემულია ინტერაქტიური კითხვები და პრაქტიკული რჩევები. წიგნები შეიცავს სასწავლო თამაშებს, შეფასების რუბრიკებს, გაკვეთილის დაგეგმვის თანამედროვე ტექნიკებს და სხვა სასარგებლო მასალებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

15 + twelve =