მათემატიკა IV კლასი

mat 4 mas    mat 4

სახელმძღვანელო წარმოადგენს I, II და III კლასში შესწავლილი კურსის გაგრძელებას და  განკუთვნილია ზოგადსაგანმანათლებო სკოლის IV კლასებისათვის. იგი დაწერილია ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემული დაწყებითი მათემატიკური განათლების კონცეფციის შესაბამისად შედგენილი პროგრამის მიხედვით.
სასწავლო მასალა სრულად ითვალისწინებს ამ ასაკის ბავშვთა შესაძლებლობებსა და საჭიროებებს. სახელმძღვანელოში მრავლადაა მოცემული პროგრამის შესაბამისი მრავალფეროვანი და სირთულის მიხედვით დალაგებული სავარჯიშოები, რაც პედაგოგს სხვადასხვა სიძლიერის მოსწავლეებთან წარმატებით მუშაობის საშუალებას აძლევს.
სახელმძღვანელოში მასალა ისეა შერჩეული და დალაგებული, რომ მოსწავლემ შეძენილი ცოდნა აქტიურად გამოიყენოს შემდგომი საკითხების შესწავლისა და მოცემული დავალებების წარმატებით შესრულებისათვის. მრავალფეროვან საპროგრამო დავალებებთან ერთად  მოცემულია სააზროვნო ამოცანები, რომლებიც თითოეულისგან მსჯელობასა და საკუთარ მოსაზრებათა დასაბუთებას მოითხოვს, რაც ხელს უწყობს აზროვნების, მეტყველებისა და მსჯელობის განვითარებასა და სწავლისადმი ინტერესის გაზრდას.
ამრიგად, წარმოდგენილი სახელმძღვანელოს სპეციფიკა უზრუნველყოფს მოსწავლეთა მიერ შესაბამისი ცოდნა-ჩვევებისა და განვითარების სათანადო დონის მიღწევას. წიგნი  განკუთვნილია როგორც ჯგუფური, ისე ინდივიდუალური მუშაობისათვის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *