გოდერძი ჩოხელი – “მღვდლის ცოდვა”
გოდერძი ჩოხელის (1954–2007) რომანი “მღვდლის ცოდვა”, 1936–39 წლების რეპრესიების ფონზე, კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს , სიკვდილის ყოველწამიერი შიში როგორ ანადგურებს ადამიანთა სულებს. მწერალი ასახავს გაორებულ (და ხანდახან გასამებულ) პიროვნებას, თავმჯდომარედ გადაქცეულ მღვდელს, რომელიც საკუთარ “გაწითლებულ” სულსაც ისევე დაუფიქრებლად აგზავნის ციმბირში, როგორც თანასოფლელებს. მხოლოდ სიკვდილის წინ, მძიმედ დაშავებულს, მოუნდება აღსარება, როდესაც უფლის წინაშე წარდგომის მოლოდინი აიძულებს, თვალი გადაავლოს მთელ ჩავლილ ცხოვრებას, თუმცა იქ საშინელი ცოდვების გარდა, ვერაფერს აღმოაჩენს. აღსარებაც დაგვიანებულია.
რომანი დიდი ინტერესით იკითხება და ვიმედოვნებთ, გულგრილს არ დატოვებს მკითხველს.