ქართული ენა 1 კლასი

qar 1 mas qar 1 rv qar 1 qar 1-1

ძვირფასო მასწავლებლებო!

გთავაზობთ პირველი კლასის ქართული ენის საანბანო  სასწავლო კომპლექტს, რომელშიც შედის: 1. მოსწავლის წიგნი „ქართული ენა“. ავტორები: ვახტანგ როდონაია, მარიამ მირიანაშვილი, ლალი ვაშაკიძე, ქეთევან თოფაძე. 2. მოსწავლის რვეული. ავტორები: მარიამ მირიანაშვილი, ლალი ვაშაკიძე. 3. მასწავლებლის წიგნი. ავტორები: მარიამ მირიანაშვილი, ლალი ვაშაკიძე, ქეთევან თოფაძე.

ჩვენს სასწავლო კომპლექტს საფუძვლად უდევს წერა-კითხვის სწავლების დაბალანსებული მეთოდი. დაბალანსებული მიდგომა ფართოდაა გავრცელებული მსოფლიოში. იგი არ უკავშირდება რომელიმე კონკრეტული ენის სფეციფიკას, არამედ წარმოადგენს შუალედურ მიდგომას ფონეტიკურ მეთოდებსა და მთლიანობით მეთოდებს შორის. ჩვენი მეთოდის მიხედვით მოსწავლეები ჯერ სწავლობენ ანბანს, იძენენ კითხვის საწყის უნარ-ჩვევებს, ემზადებიან ბადიან რვეულში წერის დასაწყებად, ხოლო შემდეგ იწყებენ ასოების, სიტყვებისა და წინადადებების წერას. ამ მეთოდით შედგენილმა სახელმძღვანელომ აპრობაცია გაიარა 1995-96 წლებში, ხოლო 1997 წლიდან  დაინერგა სკოლებში. შემდგომ წლებში ავტორები ხვეწდნენ როგორც მოსწავლის წიგნსა და რვეულს, ასევე მასწავლებლის წიგნს. ამ მეთოდით სწავლების მრავალწლიანმა გამოცდილებამ დაადასტურა მოცემული მეთოდის ეფექტურობა, რამაც, თავის მხრივ, განაპირობა სახელმძღვანელოს ფართოდ დანერგვა სკოლებში.

პირველი კლასის მოსწავლის წიგნი –  “ქართული ენა“ შედგება ორი ნაწილისაგან. პირველ ნაწილში შესულია წინასაანბანო და საანბანო პერიოდები, მეორე ნაწილში კი – ანბანის შემდგომი პერიოდი. წინასაანბანო პერიოდი წარმოდგენილია ნახატებით. ამ ნახატების შესატყვის სასწავლო ამოცანებს იხილავთ მასწავლებლის წიგნის გაკვეთილების გეგმებში. საანბანო პერიოდში წარმოდგენილია ე.წ. სალექსიკონო გვერდები შესასწავლი ასოებითა და ნახატებით, საკითხავი სავარჯიშოები და ძირითადი საკითხავი ტექსტები. ანბანის შემდგომ ნაწილში წარმოდგენილია საკითხავი ტექსტები მრავალფეროვანი სავარჯიშოებით.

მოსწავლის რვეული აგებულია წინასაანბანო, საანბანო და ანბანის შემდგომი პერიოდების სასწავლო ამოცანების შესატყვისად. წინასაანბანო პერიოდისათვის შედგენილია დავალებები ფონოლოგიური ცნობიერების, მოტორიკისა და კითხვის საწყისი უნარ-ჩვევების გასავარჯიშებლად. საანბანო პერიოდის სავარჯიშოები გამიზნულია კითხვის უნარების განმტკიცებისა და ბადეში წერის უნარების განვითარებისათვის. მესამე ნაწილში შესულია დავალებები დამოუკიდებელი წერითი და კითხვის უნარების გავარჯიშებისათვის.

მასწავლებლის წიგნი შედგება შვიდი თავისა და რამდენიმე ქვეთავისაგან. მასში დაწვრილებით არის აღწერილი ჩვენი მეთოდით მუშაობის ხერხები და საშუალებები; მოცემულია ყველა გაკვეთილის გეგმა  მიზნებითა და მოსალოდნელი შედეგებით. წიგნში ნახავთ გაკვეთილების სანიმუშო სცენარებს, მრავალფეროვან სასარგებლო ინფორმაციას ექვსწლიანებთან ეფექტური მუშაობისათვის.

ავტორთა ჯგუფის მიერ შედგენილი მოსწავლის წიგნისა და მოსწავლის რვეულის თითოეული კომპონენტის ამომწურავად და სრულყოფილად გამოყენება საუკეთესო შედეგის მიღწევის საწინდარია. ამ საქმეში პედაგოგების მრჩეველი და დამხმარე კი მასწავლებლის წიგნი იქნება.

6 comments

  1. პირველად ავირჩიეთ თქვენი წიგნი როდის მივიღებთ მასწავლებლის წიგნებს?

    • ელექტრონული ვერსია მაინტერესებს წიგნი რომ დავათვალიერო

    • ეს თქვენი სახელმძღვანელოები 2023 წლის გრიფირებულია? კომპლექსური დავალებების ნიმუშები თუ არის მასწავლებლის წიგნში

  2. ქეთევან დუმბაძე

    თუ შეიძლება 1 კლასის კომპლექტი (მოსწავლის, მასწავლებლის წიგნები და რვეული) შეღავათიან ფასად შევიძინოთ პედაგოგებმა?

  3. მომწონს თქვენი სახელმძრვანელო! გილოცავთ!

  4. ეს თქვენი სახელმძღვანელოები 2023 წლის გრიფირებულია? კომპლექსური დავალებების ნიმუშები თუ არის მასწავლებლის წიგნში

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *