ფიზიკური აღზრდა 1-6 კლასები

ძვირფასო მასწავლებლებო, მშობლებო, მოზარდი თაობის სწორი აღზრდით დაინტერესებულო მკითხველო!
უკვე რამდენიმე წელია, რაც ჩვენს სკოლებში ახალი საგნის – ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სავალდებულო სწავლება შემოვიდა.
დასახელებული საგანი მეტად საჭირო საქმეს – ფიზიკურად და სულიერად ჯანსაღი თაობის აღზრდას ემსახურება და მისი სკოლებში წარმატებით დანერგვა ძალზე საშური საქმე გახლავთ.
მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ ახალი საგნის სწავლებისთვის, პირველ რიგში, საჭიროა სათანადო დონეზე შექმნილი სახელმძღვანელოები.
აქვე უნდა ვთქვათ, რომ აღნიშნულ თემაზე დასახელებული საგნის სკოლებში შემოსვლის პირველივე დღიდან ვმუშაობთ და ჩვენ მიერ შექმნილი, გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოები წარმატებით გახლდათ სკოლებში დანერგილი.
ახალი სახელმძღვანელოები, რომლებიც ჩვენ წარმოვადგინეთ, ვფიქრობთ, სრულად პასუხობს მათთვის დაწესებულ ახალ კრიტერიუმებს, რაც ნათლად ჩანს პირველი კლასის მასწავლებლის წიგნში მთავსებულ 1-6 კლასების კონცეფციასა და სტრუქტურაში.

5 comments

  1. მინდა წავიკითხო სახელმძრვანელო

  2. შეგიძლიათ წიგნების რაიონი გაგზავნა?

  3. მინდა წავიკითხო სახელმძღვანელო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *