მეექვსე კლასის სახელმძღვანელო შესაბამისობაშია ენის სწავლების თანამედროვე მოთხოვნებთან, გამდიდრებულია ინოვაციური მეთოდებით და სწავლების მრავალმხრივი მიდგომებით. ყოველივე ეს დიდად შეუწყობს ხელს უცხოური ენების სწავლებას, დაეხმრება მასწავლებლებს პოზიტიური გარემოს შექმნაში და სასწავლო პროცესის გაუმჯობესებაში.
მეექვსე კლასის სახელმძღვანელო აგებულია მარტივიდან რთულის პრინციპით რაც ითვალისწინებს წინარე ცოდნის გააქტიურებას და ახალი თემების და ცოდნის დამატებას. მასალა ორიენტირებულია ოთხივე უნარ-ჩვევის – მოსმენა, კითხვა, წერა, ლაპარაკი, თანაბრად განვითარებაზე ასევე იძლევა შედარების საშუალებას ინტერკულტურული და სოციოკულტურულ კომპეტენციის განვითარების მიმართულებით. ასე მაგალითად International Summer Language Camp, რომელსაც მოსწავლეები ისეთ გარემოში შეყავს სადაც სხვადასხვა ქვეყნების Great Britain, Switzerland, Germany, Spain, Argentina, Georgia და ერების მოსწავლეები ერთად იკრიბებიან, ეზიარებიან ერთმანეთის ტრადიციებს, ფასეულობებს, კულტურას და ერთმანეთს უზიარებენ მათ, Speaking English, რომელიც ინგლისური ენის საერთაშორისო მნიშვნელობაზე და გამოყებენაზე აკეთებს აქცენტებს, All summer in a Day, რომელიც თუმცა ფანტაზიის სფეროს ნაწარმოებია, მაგრამ მასში მყოფი თანატოლებში ბულინგისა და ნეგატიური ურთიერთობების გამოაშკარავებისაკენ არის მიმართული, The Spider and The Fly, რომელშიც ტყუილისა და ფარისევლობის მხილებაა, What are Children’s Rights, რომელიც მოსწავლეებს დააფიქრებს მათ უფლებებსა და მოვალეობებზე და თავიანთი უფლებების დაცვას ასწავლის, და სხვა თემატიკა, რომელიც პირდაპირი და არაპირდაპირი გზით ადამიანის სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებას და განვითარებას უწყობს ხელს.თითოეული თემა აქტუალურია, მოსწავლის რეალურ ცხოვრებასთან მჭიდრო კავშირშია და მასწავლებელს აძლევს შესაძლებლობას ისინი რეალურ ცხოვრებას და მოსწავლის გარემოცვას დაუკავშიროს.ეს თემატიკა მასწავლებლებს ასევე აძლევს ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარების შესაძლებლობას.
მასწავლებლის წიგნში მოთავსებულია მეთოდური მითითებები, რჩევები, სამოდელო გაკვეთილები, დამატებითი აქტივობები, რეკომენდაციები თუ როგორ განუვითაროს მოსწავლეს სააზროვნო უნარები დამატებითი კითხვებით , როგორ განუვითაროს მოსწავლეს მარტივი დებატების ჩატარების კულტურა, როგორ გაამრავალფეროვნოს გაკვეთილები დამატებითი ინტერნეტის მასალებით. ყოველივე ეს მასწავლებელს აძლევს გეზს და მიმართულებას თუ როგორ უნდა წარიმართოს გაკვეთილები საგაკვეთილო მიზნის მისაღწევად. სანიმუშოდ მოცემულია გაკვეთილის ჩატარების ორი მოდელი : თეორიული რეკომენდაციები -თემის წარდგენა, თემის გაცნობა, თემის დამუშავება, თემის განმტკიცება, შეფასება, ტექტზე მუშაობის ეტაპები, რეკომენდაციები და აქტივობები, ასევე ბლუმის მეთოდით ჩატარებული გაკვეთილის მოდელი . ეს რეკომენდაციები, მასწავლებელს აძლევს სრულ სურათს იმისა თუ როგორ ჩაატაროს გაკვეთილი, რა მეთოდი შეარჩიოს, რომელი ფაზის გააქტიურებაზე მიმართოს გაკვეთილი დასახული მიზნის მისაღწევად.
ყოველი ოთხი იუნიტის შემდეგ მოსწავლის წიგნში ცალკე უნიტებად არის განლაგებული შემაჯამებელი უნიტები- Practise Grammar და Revision Unit, პროექტები, ასევე მოსწავლის სამუშაო რვეულში მოთავსებული ტესტები მოსწავლეს აძლევს ცოდნის გამთლიანების და განმტკიცების საშუალებას. მოსწავლის რვეულში მოცემული სავარჯიშოები კიდევ უფრო მეტად განამტკიცებს მოსწავლის მიერ დაგროვილ ცოდნას.
შეფასების სქემები და რუბრიკები პრეზენტაციისათვის, ჩართულობისათვის, პროექტის შეფასებისათვის, ჯგუფური მუშაობისათვის, მინი წიგნის შექმნისათვის, პროექტებისათვის მასწავლებელს დაეხმარება განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებისათვის, მოსწავლეს კი დაეხმარება თვითშეფასებაში.