ბუნება 1 კლასი

Cov_Bun_1_mas
Cov_Bun_1_Rv
Cov_Bun_1

ბუნებისმეტყველების სახელმძღვანელოების აგების კონცეფცია ეფუძნება 2018-2024 წლის ეროვნულ სასწავლო გეგმას. პირველი და მეორე კლასის კურსი ყველაზე დიდ როლს თამაშობს იმ მიზნების მიღწევაში, რომელსაც სასწავლო ეროვნული გეგმა გვისახავს, რადგანაც,სწორედ  ამ დროს  უვითარდებათ მოსწავლეებს ინტერესი საგნის მიმართ, რაც, ძალიან მნიშვნელოვანია შემდგომი მუშაობისთვის.

სახელმძღვანელოს, მოსწავლის რვეულის და მასწავლებლის წიგნის შედგენისას, ვცდილობდი გაკვეთილებზე სწავლების აქტიური ფორმების, კონსტრუქტივისტული მიდგომების დანერგვას. ასეთი მეთოდებით სწავლება აღვივებს მოსწავლეებში ინტერესს, მოსწავლე თავად აგებს ცოდნას მასწავლებლისა და თანაკლასელების დახმარებით.

იმისათვის, რომ ბუნებისმეტყველების სახელმძღვანელო ბავშვებისთვის სახალისო და საყვარელი გამხდარიყო, შემოვიყვანეთ წიგნის პერსონაჟები: ჭიამაია მაია, ცნობისმოყვარე ბაჭია და ბრძენი ბუ. ხშირად პერსონაჟების მიერ ხდება პრობლემური სიტუაციების შექმნა, ისტორიების მოყოლა, შეკითხვების დასმა და ანალიზი.

მასწავლებლის წიგნში შეთავაზებულია გაკვეთილის სავარაუდო სცენარები, მეთოდური რეკომენდაციები, რომლებიც, ჩემი აზრით, დაეხმარება მასწავლებლებს, გახადონ გაკვეთილები უფრო სახალისო და მრავალფეროვანი. ყველა აქტივობა მოსწავლეზეა ორიენტირებული და მათ მაქსიმალურ ჩართულობას უზრუნველყოფს. ]

ყოველ პარაგრაფს თან ახლავს შეფასების სქემები და რუბრიკები.

მოსწავლის სახელმძღვანელო  და  მოსწავლის რვეული  ერთიანი სქემით არის აგებული: ცოდნის შემოწმება, ნასწავლის გამეორება, ცხოვრებისეული გამოცდილების აქტუალიზაცია, ფაქტობრივი მასალა, პრაქტიკული და შემოქმედებითი აქტივობები, ნასწავლის განზოგადება. წარმოდგენილი მასალა ხელს უწყობს მოსწავლეებში მოტივაციის გაზრდას, ამდიდრებს ლექსიკურ მასალას, უზრუნველყოფს კვლევითი, დაკვირვების, აღწერის, ლოგიკური აზროვნების, დასკვნების გამოტანის, შედარების და სხვა უნარების განვითარებას.

ყველა თავს თან ახლავს სასარგებლო ბმულები, რომელთა დახამარებით მოსწავლეები ცოდნის გაღრმავებას შეძლებენ და ელექტრონული რესურსები — ინტერაქტიული პრეზენტაციები.

1-ლი კლასისთვის მომზადებულია ბარათები და პრეზენტაციები თემებზე: „შეგრძნების ორგანოები „ და „ცოცხალი ორგანიზმების ნაწილები-ორგანოები“; მე-2 კლასისთვის ასევე მომზადებულია ბარათები და ინტერაქტიული პრეზენტაციები თემებზე: „უცნაური მცენარეები“, „ქაღალდი მაკულატურისგან“, „ბუნებრივი რესურსები“ და „ საცხოვრებელი გარემო“.

მრავალფეროვანი მასალა შეესაბამება  მოსწავლეთა ასაკობრივ თავისებურებებს. ბევრია შემეცნებითი თამაშები, რომლებიც ასევე ბუნებისადმი ინტერესის გაღვივებასა და მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართულობაზეა ორიენტირებული. თამაშები ხელს უწყობს წარმოსახვის, შემოქმედებითობის განვითარებას. ბევრია პრაქტიკული სამუშაოები და ექსპერიმენტები, რომლებიც ცოდნის აქტუალიზაციას და ყოფა-ცხოვრებასთან კავშირს უზრუნველყოფს.

სასწავლო ეროვნული გეგმით დაწყებით საფეხურზე  ისწავლება საგანი „ბუნებისმეტყველება“, რომელიც 4 მიმართულებას მოიცავს. მეცნიერული კვლევა-ძიება, ცოცხალი სამყარო , სხეულები, დედამიწა და გარესამყარო. მოსწავლის სახელმძღვანელო და მოსწავლის რვეული ისე აგებული, რომ ყველა დასმული ამოცანის გადასაწყვეტად ფართო შესაძლებლობებს იძლევა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *