ქიმია მე-9 კლასი

მე-9 კლასის მოსწავლისა და მასწავლებლის წიგნები შესაბამისობაშია ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებთან. სახელმძღვანელოში სამიზნე ცნებებთან დაკავშრებული საკითხები  დაწერილია მოსწავლისა და მასწავლებლისთვის გასაგები ენით.

მასწავლებლის წიგნი

განკუთვნილია IX კლასის ქიმიის მასწავლებლებისთვის. წიგნი არის დამხმარე მასალა, რომელიც მასწავლებლებს ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტით გათვალისწინებული შედეგების მიღწევაში დაეხმარება.

მასწავლებლის წიგნში მოცემულია:

  • თემებისა და შეფასების კრიტერიუმების დამაკავშირებელი ცხრილები;
  • წლიური სასწავლო პროგრამის/სასკოლო კურიკულუმის აგების პრინციპები;
  • ქიმიის როგორც საბუნებისმეტყველო საგნის, სწავლების სპეციფიკური მიდგომები;
  • კოგნიტური უნარები და სწავლების სტრატეგიები;
  • თემატური მატრიცები, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი კომპლექსური დავალებების ნიმუშები თემების მიხედვით და მათი განხორციელების ეტაპები;
  • სტანდარტის შედეგების მიღწევისა და წიგნის შინაარსის ურთიერთკავშირის რუკა;
  • განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასების ნიმუშები შესაბამისი შეფასების რუბრიკებით;
  • გრაფიკული მაორგანიზებლები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქიმიის შესწავლის პროცესის გამარტივებას;
  • პრობლემაზე დაფუძნებულ სწავლებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები;
  • დამატებითი საგანმანათლებლო რესურსები.

ვფიქრობთ, წიგნში მოცემული მასალა მასწავლებელს დაეხმარება წლის განმავლობაში განსახორციელებელი მიზნების რეალიზებაში. წიგნში მოცემულ ნიმუშებში დეტალურადაა აღწერილი კვლევა-ძიებაზე დაფუძნებული სწავლების მაგალითები, რაც გაუადვილებს მასწავლებელს უკეთ დაგეგმოს თითოეული თემის გაკვეთილების შესაბამისი აქტივობები.

მოსწავლის წიგნის

შექმნისათვის გამოყენებულია კონცეპტუალური მიდგომა, რომელიც გულისხმობს სწავლა-სწავლების პროცესის წარმართვას ყოფა-ცხოვრებასა და გარემოსთან მჭიდრო კავშირში, მდგრადი განვითარების მოთხოვნათა გათვალისწინებით და დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენებით.

მოსწავლის სახელმძღვანელოში ტექსტის ბეჭდურ ნაწილთან ერთად გამოყენებულია ილუსტრაციები, მოდელები, ცხრილები, გრაფიკები. გაკვეთილზე და დავალებებში მოსწავლეებს მოეთხოვებათ მათთვის ცნობილი საყოფაცხოვრებო საგნების, მასალებისა თუ ნივთიერებების არაორგანულ და ორგანულ ნაერთთა კლასებთან დაკავშირება და პირიქით. სახელმძღვანელოში წარმოჩენილ თემებში განმარტებულია მდგრადი განვითარების პრინციპები, მათი კავშირი მილევადი და განახლებადი ენერგიის წყაროებისა და წიაღისეულის გამოყენებასთან.

სახელმძღვანელო აგებულია კონსტრუქტივიზმის ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით, წარმოდგენილია თემების შესაბამისი დეკლარატიული, პროცედურული და პირობისეული კითხვები, სავარჯიშოები, შემაჯამებელი და კომპლექსური დავალებები, რომელიც გათვლილია სხვადასხვა სააზროვნო უნარებზე. მოსწავლის წიგნს თან ახლავს საცნობარო მასალა (პერიოდულობის ცხრილი, მეტალთა აქტიურობის მწკრივი, ხსნადობის ცხრილი; ხშირად გამოყენებული ერთეულები და სხვ.). მოსწავლის წიგნში მოცემული პირობითი აღნიშვნები და მრავალფეროვანი დავალებები ხელს შეუწყობს სწავლის მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების განვითარებას, როგორიც არის დამოუკიდებელი მუშაობის უნარი.

One comment

  1. გამარჯობათ!
    ქიმიის 8-9 კლასის მოსწავლისა და მასწავლებლის სახელმძღვანელოს ელ. ვერსი თუ შეგიძლიათ რომ გამიზიაროთ!
    პატივისცემით ქიმიის პედაგოგი სოფიო ნავროზაშვილი.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: სოფიო კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *