ჩვენი საქათველო 5-6 კლასი. მასწავლებლის წიგნი

ჩვენი საქართველი-5-6 მასწავლებლის

ძვირფასო კოლეგებო!

მოგესალმებით გამომცემლობა „საქართველოს მაცნეს“ სახელმძღვანელოს „ჩვენი საქართ­ვე­ლოს“ ავტორები და გთავაზობთ ჩვენს მიერ მომზადებული სახელმძღვანელოს არჩევას.

რატომ ჩვენი სახელმძღვანელო?

ჩვენი უმთავრესი ამოცანა იყო მიგვეღო ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების შესაბა­მი­სი ისეთი პროდუქტი, რომელიც მოსწავლეებს ერთი მხრივ, ჩამოუყალიბებდა ეროვნულ, ხოლო მეორე მხრივ, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს, სამშობლოსადმი სიყვარულს  და რაც ასევე მთავარია, გაუღვი­ვებ­და სახელმძღვანელოსადმი დადებით განწყობას, ინტერესს და 10-11 წლის მოზარდებისთვის გასაგებსა და ადვილად აღქმადს გახდიდა ყოველივეს.

ამიტომ ასე უხვად არის სახელმძღვანელოში ჩართული ცხოვრებისეული მაგალითები, საქარ­თველოს ამა თუ იმ მხარისათვის დამახასიათებელი ყოფა და ტრადიციები, ცნობები ბუნებ­რივი და სოციალურ-კულტურული თავისებურებების, ბუნებისა და კულტურის ღირშე­სა­ნიშ­ნაობების, ისტო­რი­ული მოვლენებისა და ქვეყნისათვის თავდადებული ადამიანების შესა­ხებ და მრავალი სხვა. ყველა ამ მასალას ჩვენ ვთავაზობთ არა მხოლოდ თხრობითი ფორ­მით, არამედ სხვადასვა ტიპის აქტივობებით, რომლის მეშვეობითაც მოსწავლეები შეძლებენ კრიტიკულად აზროვ­ნე­ბას, საკუთარი აზრის გამოთქმას, დისკუსიას, რუკასა და დროის სკალაზე მუშაობას და მრავალ სხვადასხვა სახის ინდივიდუალურ თუ ჯგუფურ მუშაობას.

როგორც მოგეხსენებათ, V-VI კლასების სტანდარტით განსაზღვრულია სახელმძღვა­ნე­ლოს შინაარსი და მიზანი, სავალდებულო თემები 15 მისაღწევი შედეგით. ჩვენ ვალდებულნი ვიყავით დაგვეცვა დაწესებული მოთხოვ­ნები.

„ჩვენი საქართველო“ არც ისტორიაა და არც გეოგრაფია. იგი ჩვენი სამშობლოს შესახებ გვიყვება, სადაც გარკვეული დოზით, ცხადია, ისტორიაცაა, გეოგრაფიაც, სამოქალაქო განათ­ლე­ბაც, აგრეთვე ყოფაც და ტრადიციაც, ბუნებრივი და კულტურული მრა­ვალ­ფე­როვნებაც. შეიძლება გაგიჩ­დეთ სურვილი სახელმძღვანელოში ასახულიყო კიდევ სხვა, მოს­წავ­ლისთვის საინტე­რე­სო მასალებიც, მაგრამ იგი ყოველივეს ვერ დაიტევდა და რაც არც სტან­დარ­ტი­თაა განსაზღვრული. მოსწავლისათვის აუცილებელ და ამავდროულად ამ საინტერესო სა­კით­ხებს ისინი მომდევნო კლასებში შეის­წავ­ლი­ან კიდევ უფრო სიღრმი­სე­უ­ლად და დე­ტა­ლუ­რად. აქ კი მთავარი იყო არ დაგვერღვია მხარეთმცოდნეობითი პრინციპი – მოგ­ვეთხრო მათ­თვის საქარ­თ­ველოს და რაც მთავარია, მისი ისტორიულ-ეთნოგრა­ფი­ული მხა­რე­ების შესახებ.

მოსწავლეს რომ გაადვილებოდა მასალის აღქმა, თითოეული გაკვეთილი 2 გაშლილ გვერდზე განვალაგეთ. ერთი გაკვეთილის ფარგლებში მოსწავლეს არ უწევს წიგნის შლა და იგი ერთ მთლიანობაში აღიქვამს მთელ სასწავლო მასალას.

თითოელ მხარეს თან ერთვის რუკა, სადაც დატანილია სახელმძღვანელოში, მათ შორის წყაროებში დასახელებული ყველა ობიექტი. ამიტომ არის ესოდენ ბევრი ასახული მათზე. ეს გა­გიადვილებთ სამუშაოს – სხვადასხვა წყაროებში მოძებნოთ და დაადგინოთ ამა თუ იმ ობი­ექ­ტის ზუსტი ლოკალიზაცია. კიდევ ერთი ჩანაფიქრი, რომელიც ვფიქრობთ მოსწავლეს გა­უ­ა­დ­ვილებს გაკვეთილში ამოკითხული ცნობების რუკაზე გაადგილებას. მხარის ყველა რუკა დი­დი ფორმატისაა, რომელიც ბოლოში ერთვის თითოეულ მხარეს. ნებისმიერი გაკვეთილის გაც­ნო­ბისას მოსწავლეს შეუძლია გადაშალოს ჩაკეცილი რუკა და საჭიროების შემთხვევაში მო­მენ­ტა­ლურად მოძებნოს სასურველი ობიექტი და ამით თავიდან აიცილოს სახელმძღვანელოში სასურველი რუკის ძიებისა და ფურცლების გამუდმებითი შლის პროცესი.

სახელმძღვანელოს სტრუქტურა მარტივია. საქართველოს ყველა მხარეს აქვს 6 ერთი და იგივე სათაურის გაკვეთილი: „მდებარეობა და ბუნება“, „დასახლება და მოსახლეობა“, „მე­ურ­ნე­ობა“, „გარემოს დაცვა“, „კულტურის ძეგლები“ და „ტრადიცია“. სწორედ ეს განმეო­რე­ბა­დი სა­თაურები დაეხმარება მოსწავლეებს მწყობრად აღიქვას საქართველოს ესოდენ მრავალ­ფე­რო­ვანი ბუნებრივი და კულტურული მრავალფე­როვ­ნება, ერთმანეთს შეუდაროს სხვადასხვა მხარის ყველა სასწავლო მასალა.

ამავდროულად, საქართველოს ამ მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, გვაქვს მეტად სპეციფიკური  თემებიც, რომლებიც სახელმძღვანელოში აუცილებლად უნდა წარმო­გ­ვე­ჩინა. მაგალითად, ვაზი და ხორბალი თითქმის მთელ საქართველოშია გავრცელებული და მას ყველგან ვახსენებთ, მაგრამ ცალკე გაკვეთილებს ვაზსა და ხორბალზე მხოლოდ კახეთის და შიდა ქართლის მხარეებში ვუთმობთ. ასევეა ნადირობის, მთამსველობისა და ტურიზმის გაკვეთილებიც, რომელსაც ცალკე გაკვეთილად რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში განვიხილავთ.

სახელმძღვანელოს სტრუქტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავისებურებაა ისიც, რომ გაკვეთილი 2 ძირითად ნაწილს მოიცავს. პირველი ნაწილია მცირე მოცულობის სასწავლი, ე.წ. „მოსაყოლი“ ტექსტი შესაბამისი შეკითხვებით. მეორე ნაწილი სხვადასხვა წყაროა. აქ მოცე­მუ­ლი მდიდარი მასალა საუკეთესო შესაძლებლობას აძლევს მასწავლებელს კლასში ამუშავოს მოს­წავლეები და სხვადასხვა ტიპის აქტივობები გამოიყენოს.

რაც შეეხება მასწავლებლის წიგნს, გარდა ზოგადი მოთხოვნებისა, რომელიც ნებისმიერ  სახელმძღვანელოს თან ახლავს, ძალზე მდიდარი მასალითაა წარმოდგენილი და ერთგვარი ქრესტომათია შემოგთავაზეთ. ამით  თქვეს ხელთ გექნებათ სხვადასხვა სახის ინფორმაცია, რომელთა გამოყენება თქვენი პედაგოგიური პრინციპების შესაბამისად შეგიძლიათ.

ჩვენ მზად ვართ, თუ აუცილებელი იქნება და პედაგოგთა გარკვეული ჯგუფი მოითხოვს, ავტორებთან შესახვედრად, გეწვიოთ ადგილზე, ვუპასუხოთ თქვენს კითხვებს.

უღრმესი მადლობა თანამშრომლობისათვის. გისურვებთ წარმატებებს!

One comment

  1. სახელმძღვანელო ,,ჩვენი საქართველო” საინტერესოდაა შედგენილი. თემები ლოგიკური თანმიმდევრობითაა დალაგებული. გათვალისწინებულია მოსწავლეთა მისაწვდომობის პრინციპი. ჩართული ცხოვრებისეული მაგალითები გაუადვილებს მოსწავლეებს სწავლას და გაზრდის მოტივაციას. მომეწონა აგრეთვე რუკა, რომელიც დატანილია სახელმძღვანელოში. მოსწავლეებს შეეძლებათ რუკების მიზნობრივად გამოყენება..

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

6 + 20 =