ქიმია. XII კლასი

მე-10 კლასის მოსწავლისა და მასწავლებლის წიგნები შესაბამისობაშია ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებთან. სახელმძღვანელოში სამიზნე ცნებებთან დაკავშრებული საკითხები  დაწერილია მოსწავლისა და მასწავლებლისთვის გასაგები ენით.

მასწავლებლის წიგნი

განკუთვნილია XII კლასის ქიმიის მასწავლებლებისთვის. წიგნი არის დამხმარე მასალა, რომელიც მასწავლებლებს ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტით გათვალისწინებული შედეგების მიღწევაში დაეხმარება.

მასწავლებლის წიგნში მოცემულია:
• წლიური სასწავლო პროგრამა
• სასკოლო კურიკულუმის აგების პრინციპები;
• ქიმიის როგორც საბუნებისმეტყველო საგნის, სწავლების სპეციფიკური მიდგომები;
• კოგნიტური უნარები და სწავლების სტრატეგიები;
• თემატური მატრიცები, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი კომპლექსური დავალებების ნიმუშები თემების მიხედვით და მათი განხორციელების ეტაპები;
• განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასების ნიმუშები შესაბამისი შეფასების რუბრიკებით;
• გრაფიკული მაორგანიზებლები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქიმიის შესწავლის პროცესის გამარტივებას;
• პრობლემაზე დაფუძნებულ სწავლებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები;
• დამატებითი საგანმანათლებლო რესურსები.
• სამუშაო ფურცლები
• მოსწავლის წიგნის ყველა დავალების პასუხ, დეტალური ამოხნით.

ვფიქრობთ, წიგნში მოცემული მასალა მასწავლებელს დაეხმარება წლის განმავლობაში განსახორციელებელი მიზნების რეალიზებაში.

მოსწავლის წიგნი

შექმნისათვის გამოყენებულია კონცეპტუალური მიდგომა, რომელიც გულისხმობს სწავლა-სწავლების პროცესის წარმართვას ყოფა-ცხოვრებასა და გარემოსთან მჭიდრო კავშირში, მდგრადი განვითარების მოთხოვნათა გათვალისწინებით და დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენებით.

მოსწავლის სახელმძღვანელოში ტექსტის ბეჭდურ ნაწილთან ერთად გამოყენებულია ილუსტრაციები, მოდელები, ცხრილები, გრაფიკები. გაკვეთილზე და დავალებებში მოსწავლეებს მოეთხოვებათ მათთვის ცნობილი საყოფაცხოვრებო საგნების, მასალებისა თუ ნივთიერებების ორგანულ ნაერთთა კლასებთან დაკავშირება და პირიქით. სახელმძღვანელო აგებულია კონსტრუქტივიზმის ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით, წარმოდგენილია თემების შესაბამისი დეკლარატიული, პროცედურული და პირობისეული კითხვები, სავარჯიშოები, შემაჯამებელი და კომპლექსური დავალებები, რომელიც გათვლილია სხვადასხვა სააზროვნო უნარებზე. მოსწავლის წიგნს თან ახლავს საცნობარო მასალა (პერიოდულობის ცხრილი, მეტალთა აქტიურობის მწკრივი, ხსნადობის ცხრილი, ორგანულ ნაერთთა კლასები ცხრილი, ხშირად გამოყენებული ერთეულები და სხვ.). მოსწავლის წიგნში წარმოდგენილია ექსპერიმენტები ორგანულ ნაერთთა სხვადასხვა კლასების შესაბამის ნივთიერებებზე. არსებული რესურსები ხელს შეუწყობს სწავლის მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების განვითარებას, როგორიც არის დამოუკიდებელი მუშაობის უნარი, კრიტიკული აზროვნება და კვლევითი უნარების ჩამოყალიბება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *