ფიზიკა VII კლასი

fiz 7 fiz 7 mas

აღსანიშნავია, რომ მოსწავლის წიგნი საიტზე
მოცემულია არასრული ვერსიით-გაცნობის მიზნით,
ხოლო მასწავლებლის წიგნი სრულად


ამ სასწავლო წელს იწყებ შენთვის ახალი მეცნიერების, ფიზიკის, შესწავლას. სიტყვა „ფიზიკა“ წარმოქმნილია ბერძნული სიტყვისგან „ფიუზის“, რაც ბუნებას ნიშნავს. ის პირველად გვხვდება ძველი წელთაღრიცხვის IV საუკუნეში მოღვაწე დიდი ბერძენი ფილოსოფოსის, არისტოტელეს ნაშრომებში.
ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის თანახმად, სიტყვა „ბუნებას“ აქვს ორი განმარტება:
I. რეალურად, ობიექტურად არსებული სამყარო (დედამიწა, ჰაერი, წყალი, ციური სხეულები, მცენარეები, ცხოველები და ა. შ.);
II. რისამე არსი, ძირითადი თვისება, არსება (მაგ. ღრუბლის წარმოქმნის ბუნება, ვულკანური მოქმედების ბუნება, მზის ნათების ბუნება, მობილური კავშირგაბმულობის ბუნება და ა.შ.).
საინტერესოა, სიტყვა „ბუნების“ რომელი განმარტებაა ნაგულისხმები ჩვენი საგნის სახელწოდებაში? ამ კითხვას თვითონვე უპასუხებ სასწავლო წლის ბოლოს.
ფიზიკის შესწავლის დროს შენ დააკვირდები სხვადასხვა ბუნებრივ მოვლენას, ჩაატარებ სამეცნიერო ექსპერიმენტებს, აღმოაჩენ ბევრ სიახლეს და ამაში დაგეხმარება ჩვენი სახელმძღვანელო.
სახელმძღვანელო შედგება თავებისგან, თავები — პარაგრაფებისგან. თითოეული თავი იწყება ილუსტრირებული გვერდით, რომელზეც მოცემულია ამ თავში შესასწავლი საკითხები. პარაგრაფებში არის შეკითხვები და დავალებები. ნუ დატოვებ მათ პასუხის გარეშე, დაკვირვებით წაიკითხე ცდების პირობები, ყურადღება გაამახვილე დასკვნებზე, რომლებიც განსაზღვრავენ ძირითადს პარაგრაფის შინაარსში! ახალი მასალის გაგების შესამოწმებლად, პარაგრაფის ბოლოს მოცემულია საკონტროლო შეკითხვები, რომლებზეც აუცილებლად უნდა უპასუხო, საჭიროების შემთხვევაში დასახმარებლად მითითებულია ინტერნეტრესურსი.
პარაგრაფის ბოლოში მოცემულია საშინაო დავალება, ხოლო თავის ბოლოში — შემაჯამებელი დავალება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

5 + nineteen =