ფიზიკა VIII კლასი

fiz 8 fiz 8 mas

ჩვენი სახელმძღვანელოს კონცეფცია, შინაარსი და მეთოდიკა სრულად შეესაბამება ეროვნულ სასწავლო გეგმასა და მიზანს. მასწავლებლის წიგნი არის დამხმარე მეთოდური სახელმძღვანელო სკოლის პედაგოგებისთვის, რომლებიც ასწავლიან მე-8 კლასში ფიზიკას. ის მოიცავს ინფორმაციას ფიზიკის სწავლების მიზნის, ამოცანების, სტანდარტის შედეგების მიღწევის, ასევე იმ მეთოდოლოგიური პრინციპების შესახებ, რასაც ეყრდნობა სახელმძღვანელო. წიგნი ეფუძნება მოსწავლის ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებასა და მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების პრინციპებს. ის დაეხმარება პედაგოგებს გაკვეთილის ეფექტურად დაგეგმვასა და საინტერესოდ ჩატარებაში. მასში აღწერილია სწავლების დიფერენცირებული მიდგომის განხორციელებისთვის საჭირო სტრატეგიები და მეთოდები, შეტანილია სხვადასხვა ტიპის რეკომენდაცია, რომელიც ეფუძნება თანამედროვე საგანმანათლებლო კვლევებს, მრავალმხრივ პედაგოგიურ გამოცდილებაზე აგებული სახელმძღვანელოების ანალიზის შედეგებს. წიგნში თქვენ ნახავთ იმ ამოცანების ამოხსნებსა და სწორ პასუხებს, რომლებიც მოცემულია მოსწავლის სახელმძღვანელოში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

two × 3 =