ინგლისური 1 კლასი

eng 1 mas   eng 1
პირველი კლასის სახელმძღვანელო სრულიად ინოვაციურია. ავტორმა გაითვალისწინა ამ ასაკის მოსწავლეთა ფსიქოლოგიური განწყობილება და მთლიანად ზღაპრის ( მელაკუდა როგორ ასწავლის ინგლისურს ტყის ცხოველებს)  სამყაროში შეიყვანა ისინი. ახალ ენობრივ ერთეულებს მოსწავლეები ეუფლებიან ზღაპრის გმირებს შორის გამართული დიალოგებით, ლექსებით, სიმღერებით, თამაშობებით. ფაქტობრივად პატარები ისე იწყებენ ინგლისურ ენაზე  მეტყველებას, რომ ვერც კი აცნობიერებენ რომ უცხო ენის გარემოში არიან,  ბაძავენ გმირებს, ხალისით იმეორებენ მათ ნათქვამს, იმახსოვრებენ და  და სიამოვნებით ეუფლებიან ენას.  მოსასმენი მასალით, ნახატებით და ნახატებზე წარწერებით  ადვილად აღიქვამენ ზღაპრის შინაარსს. აღსანიშნავია რომ ნახატის გმირებს მოსწავლეები ახმოვანებენ რაც კიდევ უფრო  ხალისიანს და საინტერესოს ხდის ზღაპარს.

წიგნის მეორე ნაწილს მოსწავლეები რეალურ სამყაროში-საკლასო ოთახში გადაყავს და ხდება  ნასწავლი მასალის არა მარტო განმტკიცება, არამედ გამდიდრებაც სხვადასხვა სიტუაციურ გარემოში.წიგნი ლამაზად არის გაფორმებული, გამდიდრებულია ნახატებით და ადვილი აღსაქმელი და გამოსაყენებელია პირველკლასელთთვის.

მასწავლებლის წიგნი სამოდელო გაკვეთილებით თუ დეტალური მეთოდური რჩევებით, მრავალფეროვანი აქტივობებით და თამაშობებით  უადვილებს და სახალისოს ხდის სწავლების და სწავლის პროცესს არა მარტო მოსწავლეთათვის არამედ მასწავლებლებისათვის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

eleven − three =