მუსიკა 8 კლასი

mus 8 mas  mus 8

მუსიკის VIII კლასის სახელმძღვანელოს სერია მოიცავს მოსწავლისა და მასწავლებლის წიგნებს, აუდიო- და ვიდეომასალებს.
ჩვენი სახელმძღვანელოს/სერიის კონცეფცია მოიაზრებს მოსწავლეზე ორიენტირებული მუსიკის სწავლების პროცესის ორგანიზებას ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების გათვალისწინებით: როგორ გავხადოთ საგაკვეთილო პროცესი საინტერესო და მრავალფეროვანი, როგორი მიდგომები და პრაქტიკული სტრატეგიები გამოვიყენოთ, რა რესურსებით გავამდიდროთ მუსიკის გაკვეთილი და სხვ.
შევეცადეთ თემები წარმოგვედგინა მრავალფეროვნად, ჩავრთეთ სხვადასხვა დონის შემეცნებითი და ინტერაქტიული აქტივობები, რომლებიც ხელს შეუწყობს განსხვავებული ინტერესისა და შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებს:
• მეტად გაუღვივოს მუსიკისადმი ინტერესი;
• აუმაღლოს მოტივაცია;
• მოიძიოს დამატებითი ინფორმაცია მოცემული თემების ირგვლივ.
ბავშვები, მოთელვის სახით, ყოველ გაკვეთილზე შეასრულებენ რიტმულ-ინტონაციურ სავარჯიშოებს ინდივიდუალურად, წყვილებში და ჯგუფურად, მოისმენენ მუსიკას, ისაუბრებენ ნაწარმოების მუსიკალურ-გამომსახველობით ხერხებზე, ფორმასა და ჟანრზე. მრავალფეროვანი აუდიო- და ვიდეორესურსები კლასიკოსებისა და პოპმუსიკის სხვადასხვა მიმდინარეობის ნიმუშებიდან საშუალებას მისცემს მათ, უკეთ ჩაწვდნენ მუსიკის შინაარსს, ხასიათს, ისაუბრონ მოსმენილის ირგვლივ, მარტო ან წყვილებში გააკეთონ პროექტი, შეადარონ და შეაფასონ სხვადასხვა ეპოქის მუსიკალური შედევრები, გაიცნონ შემსრულებლები და მათი შემოქმედება; შესაბამისად, ისინი დამოუკიდებლად გასცემენ პასუხებს საკვანძო შეკითხვებზე.

აუდიო-ვიდეო მასალის ჩამოტვირთვა

7 comments

  1. მოსწავლის წიგნში 37 ე გვერდიდან მე 60 ე გვერდამდე გვერდები გამოტოვილია

  2. შეიძლება წიგნის pdf ვერსია?

  3. აუდიო და ვიდეო მასალა რომ დადოთ VIII კლასის წიგნისაც

  4. როგორ მოვძებნო მე8 კლასის სულაქველიძის აუდიო მასალა?

  5. ნუნუ გეგეჭკორი

    გაკვეთილის ჩასატარებლად მჭირდება აუდიო ვიდეო მასალები ,გთხოვთ დამეხმაროთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *