ინგლისური 4 კლასი

eng 4 mas   eng 4 rv   eng 4

მეოთხე  კლასის სახელმძღვანელო  შესაბამისობაშია ენის სწავლების თანამედროვე მოთხოვნებთან, გამდიდრებულია ინოვაციური მეთოდებით და სწავლების მრავალმხრივი მიდგომებით. ყოველივე ეს დიდად შეუწყობს ხელს უცხოური ენების სწავლებას, დაეხმარება მასწავლებლებს პოზიტიური გარემოს შექმნაში და სასწავლო პროცესის გაუმჯობესებაში.

მეოთხე კლასის  სახელმძღვანელო აგებულია მარტივიდან რთულის პრინციპით რაც ითვალისწინებს წინარე ცოდნის გააქტიურებას და ახალი თემების და ცოდნის დამატებას. მეოთხე კლასის მასალა ორიენტირებულია ოთხივე უნარ-ჩვევის – მოსმენა, კითხვა, წერა, ლაპარაკი, თანაბრად განვითარებაზე. სახელმძღვანელო გამდიდრებულია სხვადასხვა ტექსტებით:  Halloween, Christmas Surprise, Collection Show, The Nutcracker, Teeny-Tiny, Gulliver’s Travel’s in the country of Lilliput, Gulliver’s Travels in the Country of Giants და სხვა თემატიკით: cooking, sea and cean life, numbers 30-40, round numbers, insects around us და სხვა. ეს ტექსტები აუმჯობესებს მოსწავლეტა მეტყველების უნარს,   ავითარებენ კითხვის დასმის და  ადეკვატური პასუხის გაცემის უნარს, ასევე უვითარებს ფანტაზიის და წარმოსახვის უნარს, გემოვნებას და უმდიდრებს ლექსიკას. ავტორმა გაითვალისწინა ინგლისური ენის ხმოვნების და ზოგიერთი ასოთშეთანხმებების სირთულე და დამატებითი ყურადღება გაამახვილა მათზე. კერძოდ ინოვაციური მეთოდის გამოყენებით მოსწავლეს ეძლევა საშუალება გაეცნოს ყველა ხმოვანის (a,e,i,o,u)  შესაძლო გამოთქმით და მაგალითებით მოცემულ მთელ სპექტრს. ასე მაგალითად,  ხმოვანი  a   იკითხება როგორც  æ (cat),eɪ (plate), ɑː(car), eə (chair), ɔː(ball) და ზოგჯერ არ შეესაბამება წესებს ასე მაგალიტად apple, cinema, what და სხვა. იუნიტ 14 -დან მოსწავლეები სწავლობენ წარსულ დროებს (past simple, past continuous და მომავალ დროს (future simple).

მოსწავლის სამუშაო წიგნიმოსწავლის მიერ მიღებულ ცოდნას კიდევ უფრო განამტკიცებს. მასწავლებლის წიგნი სამოდელო გაკვეთილებით თუ დეტალური მეთოდური რჩევებით, მრავალფეროვანი აქტივობებით და თამაშობებით  უადვილებს და სახალისოს ხდის სწავლების და სწავლის პროცესს არა მარტო მოსწავლეთათვის არამედ მასწავლებლებისათვის. Revision Units, პროექტები და მოსწავლის სამუშაო წიგნის ბოლოს მოთავსებული ტესტები დაეხმარება მასწავლებელს განმავითარებელი თუ განმსაზღვრელი შეფასებისათვის, ასევე მოსწავლეს თვითშეფასებისათვის.

One comment

  1. თქვენი მონაყოლით ძნელია არჩევა. იქნებ ლინკი დაგედოთ..

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *