ბუნება 3 კლასი. მასწავლებლის წიგნი

Cov_Bun_3_mas  მასწავლებლის წიგნის სტრუქტურა მოიცავს III კლასის   ბუნებისმეტყველების სტანდარტს და  სახელმძღვანელოს შესაბამისობას სტანდარტთან.

მეთოდური სახელმძღვანელო მასწავლებლებს სთავაზობს თითოეული   გაკვეთილის სავარაუდო სცენარს (თემა, მიზანი, უნარ-ჩვევები, რომლის განვითარებასაც გაკვეთილი გულისხმობს, რესურსები, დავალების პასუხები, აქტივობები მიმდინარეობით, სავარაუდო კითხვა-პასუხებითა და დროის მითითებით). თითოეული გაკვეთილის დაგეგმვისას  გათვალისწინებულია თანამედროვე მიდგომები. შემოთავაზებული გაკვეთილების უმეტესობა სამფაზიანია. თუმცა, მასწავლებელს შეუძლია დაგეგმოს  გაკვეთილი   შეხედულებისა  და  გამოცდილების  შესაბამისად. შეფასების, ურთიერთშეფასებისა და თვითშეფასების რუბრიკები დალაგებულია აქტივობების მიხედვით  და წარმოდგენილია შესავალ ნაწილში. ასევე, ყოველი გაკვეთილის ბოლოს დაწვრილებითაა ჩაშლილი შეფასების საგანი და კრიტერიუმები.

მეთოდურში ნახავთ:

  • პრაქტიკულ სამუშაოს, ექსპერიმენტს, ცდას, რომლებსაც ახლავს მიზანი/ რესურსი/ მიმდინარეობა/ ვარაუდი/ დაკვირვება/ მონაცემთა ანალიზი/ დასკვნა.
  • დამხმარე სქემებსა და სურათებს;
  • დამატებით  ინფორმაციას;
  • წყვილებში და ჯგუფში  მუშაობის ნიმუშებსა  და  მსვლელობას;
  • შემაჯამებელი  სამუშაოების  ნიმუშებს პასუხებითა და შეფასების რუბრიკებით;
  • საშინაო დავალების ნიმუშებს.

მეთოდურის შესავალ ნაწილში მოკლედ და შესაბამის თემასთან ვრცლად მოცემულია:

  • სიმულაციური თამაშები;
  • ელექტრონული რესურსები: 1) ვიდეორგოლები ბმულის, შინაარსისა და დროის მითითებით; 2) PowerPoint-ისა და learningapps.org-ის პროგრამაში შექმნილი ინტერაქტიური ელექტრონული რესურსები აღწერითა და ინსტრუქციებით.

პატივისცემით ავტორები!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *