ინგლისური 5 კლასი

eng 5 mas  eng 5 rv  eng 5

მეხუთე კლასის სახელმძღვანელო  შესაბამისობაშია ენის სწავლების თანამედროვე მოთხოვნებთან, გამდიდრებულია ინოვაციური მეთოდებით და სწავლების მრავალმხრივი მიდგომებით. ყოველივე ეს დიდად შეუწყობს ხელს უცხოური ენების სწავლებას, დაეხმარება მასწავლებლებს პოზიტიური გარემოს შექმნაში და სასწავლო პროცესის გაუმჯობესებაში.

მეხუთე კლასის  სახელმძღვანელო აგებულია მარტივიდან რთულის პრინციპით რაც ითვალისწინებს წინარე ცოდნის გააქტიურებას და ახალი თემების და ცოდნის დამატებას.  მასალა ორიენტირებულია ოთხივე  უნარ-ჩვევის – მოსმენა, კითხვა, წერა, ლაპარაკი, თანაბრად განვითარებაზე. ასევე იძლევა შედარების საშუალებას ინტერკულტურული და სოციოკულტურულ კომპეტენციის განვითარების მიმართულებით.  ასე მაგალითად,  The Golden Fleece, Christmas celebrations, Ballet-Swan Lake, Art, the world without telephones. ამ თემების განხილვის დროს მასწავლებელს და მოსწავლეს აქვთ შედარების, პარალელების გავლების, მსჯელობის, უცხო და მშობლიური კულტურის შედარების შესაძლებლობა. ასევე  სამოქალაქო ცნობიერების განვითარების შესაძლებლობა  სხვადასხვა თემებით:Do your best-  მოსწავლეებში თვითშეფასების უნარის განვითარება, The Coat- მოსწავლეებში ემპატიის განვითარება,The Golden Fleece -მოსწავლეთა მიერ საკუთარი კულტურის პატივისცემა, დაფასება,  After school activities, Good food is Healthy food-ჯამრთელი ცხოვრების წესების დამკვიდრება,  Lies, lies da The Umbrella Man მოქალაქეობრივი პატიოსნების, სიმართლეზე ორიენტირებას და წესიერების უნარ ჩვევების განვითარება, The Lion and the Mouse   სიკეთის კეთების აუცილებლობა, The giving Tree  გარემოზე ზრუნვა და სხვა თემატიკა მასწავლებელს  ინტეგრირებული გაკვეთილის  ჩატარების შესაძლებლობასაც აძლევს.

მასწავლებლის წიგნში მოთავსებულია მეთოდურ მითითებები, რჩევები, სამაგალითო გაკვეთილები, დამატებითი აქტივობები, რეკომენდაციები თუ როგორ განუვითაროს მოსწავლეს სააზროვნო უნარები დამატებითი კითხვებით, როგორ განუვითაროს მოსწავლეს მარტივი დებატების ჩატარების კულტურა.  ყოველივე ეს მასწავლებელს აძლევს გეზს და მიმართულებას თუ  როგორ უნდა წარიმართოს გაკვეთილები საგაკვეთილო მიზნის მისაღწევად.  მასწავლებლის წიგნში თითოეულ იუნიტს ახლავს გაკვეთილის მიზანი.  ასევე  სანიმუშოდ მოცემულია გაკვეთილის ჩატარების ორი  მოდელი :  თეორიული რეკომენდაციები -თემის წარდგენა, თემის გაცნობა, თემის დამუშავება, თემის განმტკიცება, შეფასება და ამ მეთოდით ჩატარებული გაკვეთილის მოდელები, ასევე მოცემულია ბლუმის ტაქსონომიის თეორიული ახსნა, მისი განახლებული ვარიანტი  და ამ მეთოდით ჩატარებული გაკვეთილი. ამ სამოდელო გაკვეთილებში არის დეტალიზირებული რეკომენდაციები, რომლებიც  მასწავლებელს აძლევს სრულ სურათს იმისა თუ როგორ ჩაატაროს გაკვეთილი, რა მეთოდი შეარჩიოს, რომელი ფაზის გააქტიურებაზე მიმართოს გაკვეთილი დასახული მიზნის მისაღწევად.

ყოველი ოთხი იუნიტის შემდეგ მოსწავლის წიგნში ცალკე უნიტებად არის განლაგებული შემაჯამებელი უნიტები-Practise Pronunciation, practise Grammar,  Revision Unit  და პროექტები, ასევე მოსწავლის სამუშაო რვეულში მოთავსებული ტესტები მოსწავლეს აძლევს ცოდნის გამთლიანების და განმტკიცების საშუალებას.  მოსწავლის რვეულში მოცემული სავარჯიშოები კიდევ უფრო მეტად  განამტკიცებს მოსწავლის მიერ დაგროვილ ცოდნას.

შეფასების სქემები და რუბრიკები პრეზენტაციისათვის, ჩართულობისათვის, პროექტის შეფასებისათვის, ჯგუფური მუშაობისათვის,  მინი წიგნის შექმნისათვის, პროექტებისათვის  მასწავლებელს დაეხმარება განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებისათვის,  მოსწავლეს კი დაეხმარება თვითშეფასებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *