ინგლისური 2 კლასი

eng 2 mas   eng 2 rv   eng 2

მეორე  კლასის  სახელმძღვანელო  შესაბამისობაშია ენის სწავლების თანამედროვე მოთხოვნებთან, გამდიდრებულია ინოვაციური მეთოდებით და სწავლების მრავალმხრივი მიდგომებით. ყოველივე ეს დიდად შეუწყობს ხელს უცხოური ენების სწავლებას, დაეხმარება მასწავლებლებს პოზიტიური გარემოს შექმნაში და სასწავლო პროცესის გაუმჯობესებაში. ინოვაცია მდგომარეობს იმაში რომ სახელმძღვანელო უეცრად ანბანის სწავლებით კი არ იწყება, არამედ ამზადებს მოსწავლეს, შეყავს იგი ახალ სიტუაციურ  გარემოში, აცნობს მათ ოთხ თანატოლს, ქართველ,  ინგლისელ   და ამერიკელ მოსწავლეებს. ამ პატარა თანატოლების ვინაობით,  მათი ქვეყნების წარდგენით, სახალისო აქტივობებით მოსწავლეები იმეორებენ  ნასწავლ თემატიკას და ლექსიკას და ამატებენ ახალს.  მეხუთე თავიდან (იუნიტიდან) მოსწავლე  იწყებს კითხვას. ჩვენ უარი ვთქვით ძველ და ხანგრძლივ  მეთოდზე, როდესაც მოსწავლე სწავლობს ანბანს და ვერ ახერხებს მათ ერთმანეთთან დაკავშირებას, ასევე გავითვალისწინეთ რომ მოსწავლეებს ჯერ კიდევ არა აქვთ განვითარებული ხელის მოტორული მოძრაობა ამიტომ მეტი აქცენტი კითხვაზე გავაკეთეთ, ვიდრე წერაზე.  სიტყვებით კითხვა და არა ცალ-ცალკე  ანბანის სწავლას  რამდენიმე მარტივი ახსნა აქვს 1. მოსწავლე ადვილად აღიქვამს სიტყვის ხატს, 2. მოსწავლეს აქვს იმის განცდა რომ უკვე კითხულობს, 3. მოსწავლე ამოიცნობს სიტყვას სხვადასხვა სიტუაციაში,  ცნობს დიდ თუ პატარა ასოებით დაწერილ სიტყვას, პოულობს განსხვავებებს, ითვლის ასოთა რაოდენობას,  ალაგებს არეულად დაწერილ სიტყვას და თითოეული დავალების შესრულება ჯილდოს ტოლია მისთვის. ასე  ეცნობა თემებს: schoolthings, counting 1-12, colours, family, animals, და სხვა.  მოსასმენი მასალა აადვილებს სწავლებას და მხედველობითი და სმენითი უნარების განვითარება სრულ თანხვედრაში ხვდება.   მთლიანობაში, მოსწავლე  წლის ბოლოს ცნობს  ყველა ასოს და სწორად ამოიკითხავს მარტივ სიტყვებს:box, fox, Santa, I, horse, frog, zoo და სხვა.  მინიზღაპრის ტექსტის Three Bears, Jumbo the Elephant  ამოკითხვაც შეუძლია მოსასმენი მასალის თანხლებით. სამუშაო რვეული ეხმარება მოსწავლეს რომ მან შეასრულოს სახალისო დავალებები და ხატვით, სხვადასხვა ფორმების მოხაზულობით,  ნელ-ნელა შეძლოს ნიმუშის მიხედვით ასოების გამოწერა.

მასწავლებლის წიგნი სამოდელო გაკვეთილებით თუ დეტალური მეთოდური რჩევებით, მრავალფეროვანი აქტივობებით და თამაშობებით  უადვილებს და სახალისოს ხდის სწავლების და სწავლის პროცესს არა მარტო მოსწავლეთათვის არამედ მასწავლებლებისათვის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

2 × one =